იმედი მაქვს, ორ კვირაში შემთხვევების რაოდენობის დაღმასვლა საგრძნობი გახდება, – განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხს და დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინფიცირების შედარებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას დაჭერით და მთელი ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.
საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 175 პროექტი განხორციელდა. ასევე, 38 მიმდინარე პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 867 ფაქტი გამოავლინა.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 240 შემთხვევა, აჭარაში – 219, იმერეთში – 362 გამოვლინდა.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გადასროლისწინა სწავლებიდან დაბრუნდა. პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ გოგნაძე და საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი დახვდნენ.
კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისთვის“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას, რომ „ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია“.
გუშინ, მათმა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თქვა საოცარი ფრაზა. მან აღნიშნა, რომ ახლა რომც დადასტურდეს, არჩევნები არ გაყალბებულა, მაინც კრიზისია და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდესო. ეს არის მათი დამოკიდებულება, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილი ვითარების მიმართ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.