შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის მიერ ძებნილი პირის, ბადრი ესებუას ძმა - 1982 წელს დაბადებული ბ.ე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტუირად მიმდინარეობს.
თუ რამე გავლენას მოახდენს მეხუთე რაუნდზე და მოლაპარაკებებზე ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა და „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი რეაქცია, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით წვრთნას ვაზიანის პოლიგონზე გადის. მე-11 ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევით განახორციელა. ოპერაცია წარმატებით, მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა. ქვედანაყოფის მანევრში ინტეგრირებული იყო 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნთა ცეცხლი, მძიმე ტყვიამფრქვევები, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნები, სნაიპერთა გათვლები და გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „Javelin“(ჯაველინი).
„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.
ლიეტუვაში პრემიერ მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს მთავრობამ ფიცი დადო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.