ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის ინსტიტუციური მრჩეველი, დენიელ ჯუდი მედლით „ღირსეული პარტნიორი" დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის მრჩეველმა უწყებრივი ჯილდო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში და აშშ-საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიიღო. 

სრულად...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სალიჰ ქენან შაჰინთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სრულად...

საქართველოს მთავრობა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

სრულად...

აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებული საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და სამხედროები რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.

სრულად...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება – 8 დეკემბერს, გვიან საღამოს საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ აქტიური მხარდამჭერი, „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილი „პარლამენტში შეძრომაზე“ ფიქრობს და ის „ივანიშვილის მიგდებულ ნამცეცებზეც თანახმაა“.

სრულად...

გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლადმოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი