არ მესმის, ახლა რა აზრი აქვს ძველ საქმეებზე საუბარს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გიორგისთვის კანდიდატის დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან, მიუხედავად მთელი, დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერისა,ის მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი არ აპირებენ მოლაპარაკებების შეწყვეტას.
ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ფარგლებში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5 შესახვევის N1-ში, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტი მოაწყო. მოსახლეობას კორპუსში ლიფტის არარსებობა 25 წლის განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას მაესტრო ტვ ავრცელებს.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეექვსე რაუნდი მინისტრის მოადგილეების დონეზე.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლა 2 დღეა რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა და სკოლაში ამ ფორმით სწავლის პროცესი სულ მცირე მომავალი წლის 18 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 დეკემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.021 პუნქტით გამყარდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.