მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინეს გამოჩენილი ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის, გურამ პეტრიაშვილის, „რჩეული “.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7-პროცენტიანი კლებით, რამაც 0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დავით არახამია „ტელეგრამარხზე“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ბიძინა ივანიშვილის მიმართ „ბოლო გაფრთხილებაა შეერთებული შტატებიდან“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი კობახიძის „ჩარეცხვა“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხი ქართველის მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას „ტვიტერში“ ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას, რათა გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.
არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, ვეცდები, მაქსიმალურად ღირსეულად გადავიტანო, რადგან მიმაჩნია, რომ, საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძე აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირებას ეხება.
დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა, – ამის შესახებ შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე „მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“ უწოდა და თქვა, რომ „ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მაქსიმალურად კომპაქტური, იურიდიულ-დიპლომატიური შეჯამება რომ გავაკეთოთ:
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის მიმართ, მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო, სანქციების დაწესების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.