ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბანკის შენობიდან ხელებაწეული გამოიყვანეს. იგი პოლიციას ჩაბარდა.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, რომელიც 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, შეფერხების გარეშე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება.
შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ.
ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა ახმოვანებს“, - განაცხადა „მაესტროს“ ეთერში, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელმა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, რომელიც „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აცხადებს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საქართველოს გაწვდილი ხელი აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ანა დოლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები - ფოტომასალა, თუ როგორ ხდება ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალი და დევნა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.