ტელეკომპანია ქართულ არხზე, გადაცემაში „კიდობანი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რუკების მოძიების პროცესი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვეტერანებს „ვეტერანის დღე“ მიულოცა და მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბაღების თანამშრომლების მიერ ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზანს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 19:20 საათზე მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 20 კილომეტრში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთში დაფიქსირდა.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და N49 კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, სამივე კორპუსთან ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“. პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0063 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.