გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მევენახე ფერმერის, მალხაზ პავლიაშვილის ოჯახს ესტუმრა და რთველში მიიღო მონაწილეობა. საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულ ვენახში, ფერმერს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი ბიომეთოდით მოჰყავს და ორგანულ ღვინოს აწარმოებს. მევენახემ 3 ტონა რქაწითელი უკვე ჩააბარა. ამჟამად კი, საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალს იღებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელთა მისასალმებელ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტების პირველ ნაკადს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: KIU-ს საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგან ჰერმანმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, აკადემიურმა გუნდმა და სტუდენტებმა.
ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ჩიხი N2-ში 1 100 კვადრატულ მეტრზე მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი - 80 წლის ქალბატონი და 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ლიბერთის ახალი სასწავლო წლის შესამსუბუქებლად და პანდემიის მიერ გამოწვეულ რთულ პერიოდში თანადგომის გამოსახატად პედაგოგებისთვის ახალი შეთავაზება აქვს: დღეიდან პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა.
ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვაპირებთ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის გამო.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის სომხურენოვან საჯარო სკოლაში, რომელშიც 2020-2021 სასწავლო წელს 46 მოსწავლე სწავლობს, სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს ტრადიციულად დაიწყო და როგორც სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი აცხადებს, ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი განათლების სრულყოფილად და უსაფრთხოდ მისაღებად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.