თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. კვირეულთან დაკავშირებით ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა იმართება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კასპში, ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ მესტიის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო.
აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა იარაღის გაყიდვები! მთლიანად 330 მილიონიან მოსახლეობაში 500 მილიონზე მეტი იარაღია რეგისტრირებული. ცუდი ტენდენციაა! ამერიკული საზოგადოება უარყოფითად არის დამუხტული - დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩვენთან 90-იან წლებში იყო, როცა ბედნიერი სახეებით „ჯოს, ჯოს!“ ძახილის შემდეგ მივხვდით, რომ ბალახი საჭმელად არ ვარგა და „ბორჯომი“ საკმარისი არ არის (საბოლოოდ ეს „ბორჯომიც“ რუსებს მიჰყიდეს ბანკირებმა).
დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს.
გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია.
ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.