თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული და ლანდშაფტის განვითარების გეგმა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას, 29 კი თბილისს უკავშირდება.
საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის ეროვნული პოლიციის სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი - მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ტელეკომპანია „პალიტრანიუსზე“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის რვაწლიანი პერიოდი შეაფასა და დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას შეცდომების აღიარებისა და მათი გამოსწორების უნარიც შესწევს.
ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.