ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევები უკვე სრულდება და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში, ზუგდიდში, მალე დაასახელებენ კანდიდატს, რომელიც „ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება“.

სრულად...

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათი მხრიდან ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე გაკეთდება.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება; სასწავლო პროცესი კი ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0168 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა. 

სრულად...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც პენსიონერებზე 200-ლარიანი დახმარების გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეს შეესაბამება.

სრულად...

ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

სრულად...

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოსტავას ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

სრულად...

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსმა, მაიორმა ფრიდონ მახარაძემ და ეროვნული გვარდიის სენაკის რეკრუტთა ცენტრის უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სრულად...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბაღების დირექტორებისთვის იმ ინსტრუქციების გაცნობა დაიწყო, რაც სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნისთვის არის აუცილებელი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი