თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საუბრისას
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკური მაჩვენებლების და პარამეტრების როგორც 6 თვის, ასევე 8 თვის მონაცემები გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება საკონკურსო განაცხადების მიღება თემაზე - „შშმ პირთა ისტორიები". კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შშმ პირებს, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს.
საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს. ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი - დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა უჭერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.
გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი 100-კაციანი ქორწილია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისგან თავი შეიკავონ, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
ინდოეთში კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.