დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში, „ქართული ოცნებიდან“ გარიყული მრავალგზის დეპუტატის, ამჟამად კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შექმნილი „ძალა ერთობაშია“-ს წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის კომპანიებში მუშაობდა და სწორედ ოქრიაშვილის ლობირებით იქნა წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის მერობის კანდიდატად, კვლავაც ოქრიაშვილის მხარდაჭერას განაგრძობს და ამაში სახელისუფლებო რესურსს მაქსიმალურად იყენებს.
7x7 Master League-ის მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრის გამარჯვებული გუნდი „თბილისის მერია“ გახდა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, 10 სექტემბერს პრემიერ მინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატებსაც დაასახელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა და ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ოცეულში, ხოლო იქნება თუ არა თავად ამ სიაში, წულუკიანი ამბობს, რომ ესეც ხვალ გახდება ცნობილი.
პარლამენტში აცხადებენ, რომ ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის დოკუმენტს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის “უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 პლენარულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0085 პუნქტით გაუფასურდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.