„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი „თავიდან ბოლომდე“ ტყუილს უწოდებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „დოსიეში“ გამოქვეყნებულ მასალას მათი რუსული ფულით დაფინანსების თაობაზე და აცხადებს, რომ „კუროპტევმა,სააკაშვილ-ბოკერიას დავალებით, ტყუილი მიაწოდა „დოსიეს“, დაიბეჭდა ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აკეთა კომენტარები ვინმე იგორ კუროპტევმა“.
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტურად დალაგებული სერვისები, რომელიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს სათაო ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება გამართეს.
ბრიტანულმა Sunday Express-მა ამერიკულ კვლევით ცენტრს Democracy Institute-ს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა და შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს, ხოლო მერყევ შტატებში, რომელთაც ასევე „საბრძოლო შტატებს“ უწოდებენ და ფაქტობრივად, მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, ტრამპი ბაიდენს 7%-ით უსწრებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ამბულატორიების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასართობი სივრცე ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.