საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა.
„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, მარკ კლეიტონთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მნიშვნელობაზე და გაწეული საქმიანობა შეაფასეს.
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.
საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B სტაბილური პერსპექტივით დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გაუფასურდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, დასავლეთის მოლოდინია, რომ საქართველოში „სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები“ ჩატარდება და ამის შესახებ მაიკ პომპეომ პრემიერ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ მიანიშნა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს წევრი ფრიდონ შონია გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.