გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. 

სრულად...

„7 დღე ჯარისკაცად“ - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. შემუშავების პროცესში არსებული სიახლე სამხედროებმა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი - „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა.

სრულად...

წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

სრულად...

ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის, – განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად, 30 აღებული სინჯიდან დადასტურდა COVID 19-ის ინფიცირების 16 შემთხვევა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 აგვისტო, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ჩვენ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის, იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

სრულად...

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მედიასთან.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი