საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობას განცხადებით ეხმიანება.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტი, მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელმა მიიღო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მწერალთა სახლის ორგანიზებით, 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, რიგით მე-10 ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორუმი წელს განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას უცხოელი გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები მიიღებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ორშაბათიდან, 6 ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან გლობალურად, ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება უარესდება და ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მატულობს.
ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.
ოპონენტების მხრიდან ისმის, თითქოს საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არსებობს, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენა ის თემებია რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გერმანიის ელჩმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. დიპლომატმა და მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყნისთვის ისტორიულია და ამ ქმედებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა მეტი დემოკრატიულობისკენ.
საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.