საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 16 მისამართზე საცხოვრებელი შენობის სახურავი რეაბილიტირდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.
ჩვენთვის მთავარია, რომ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარება, ახლა ვართ მართვის სტადიაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია, 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა - ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსების არსებული წესი უნდა გაუქმდეს, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე მაღალი დონის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს - Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დღეს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი და მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქ ნინოწმინდის ქუჩების - გაის, გოგოლის, ბაღრამიანის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.