საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მმართველობიდან 8 წლის შემდეგ ქვეყანაში სახეზეა „17%-ით ვარდნა ერთიანი ეროვნული პროდუქტის ეკონომიკაში, 42%-ით ვარდნა ინვესტიციების, 1 მილიარდ 800 მილიონი ლარით შემცირებული შემოსავლები“, ამ ფონზე კი, სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი, გახარია, „ურცხვი“ თურნავა, მოსამართლეები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ხალხის ძარცვის ხარჯზე მდიდრდებიან და სასახლეებს იშენებენ.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აქტიურად განაგრძობს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ბრძოლის ყველაზე წინა ხაზზე“ იდგება, რადგან მისი თქმით, „წელს გადაწყდება სწორედ, სამუდამოდ ვიქნებით თუ არა მონები, მთელი დარჩენილი ცხოვრება, ივანიშვილის ჰესებზე, ბიტკოინების ქარხნებზე, ივანიშვილის მიწებზე, ივანიშვილის ოქროს საბადოებზე, თუ ვიქნებით, თავისუფალი ქვეყნის ამაყი მოქალაქეები“.
„სამწუხაროდ, გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს“, - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ და ცაგერის მუნიციპალიტატის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად,ადგილზე დაათვალიერეს სამუშაოები.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.
ტელეკომპანია პოსტ TV-ის მიერ ჩინური კომპანია სინოჰიდროსთან დაკავშირებით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების საპასუხოდ ორგანიზაციამ „სამოქალაქო იდეა“ განცხადება გაავრცელა და დოკუმენტები გაასაჯაროვა.
ლიბერთი ბანკი, მომხმარებელზე ზრუნვისთვის და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საშეღავათო პერიოდს სასესხო ვალდებულებებზე სთავაზობს პანდემიის პერიოდში დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავალი ან დაკარგეს სამსახური. მეორე ეტაპის, ავტომატური საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლება:
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.