სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, ჩვენ ფერმერებს ვაძლევთ სტიმულს, გააგრძელონ ან დაიწყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რითაც პირველ რიგში ადგილობრივ, შემდეგ კი მსოფლიო ბაზარზე შესაბამის ადგილს აუცილებლად დავიკავებთ და ეკონომიკას გავაძლიერებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ქარელში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია „ქარელის ხილის" საწარმოში დასაქმებულებთან შეხვედრისას.
თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდგარ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც GUARDIAN.GE-ის დიდი დიღმის პოლიციის განყოფილების უფროსმა განუცხადა, შემთხვევის ადილზე დაახლოებით 5 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზების განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0255 პუნქტით გამყარდა.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა.
გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეშელიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. გადაადგილების შეზღუდვა 12 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.
2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში - “გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება.
დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.
2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია, არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ, ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.