„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს - ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ გააკეთა. მან ასევე, განმარტა, რომ მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სიძლიერესა და ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას.
მთავრობის დადგენილებით, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის, მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის და ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პირბადის ტარების წესის სავალდებულობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გრძელდება ციფრული კამპანია „სოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის სამი კონკურსი მიმდინარეობს: ონლაინ საჯარო დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის, ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი ასევე სტუდენტებისთვის.
თბილისი მსოფლიო ქალაქების კვებისა და გასტრონომიის პროფესიული ქსელის - Délice Network-ის წევრი გახდა. Délice Network წარმოადგენს ქსელს, რომელიც წევრ ქალაქებში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0243 პუნქტით გაუფასურდა.
„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებ მეც, ამ პოზიციაზეა ჩემი რამდენიმე კოლეგაც, და იმედია, სხვა კოლეგებიც კარგად გაიაზრებენ ამ ცვლილებების შინაარსს, ნეგატიურ მხარეს და შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ჩატარდა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.