ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ ისინი მოთხოვნებთან ადაპტირებას.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. 

სრულად...

ვარკეთილში დაკავებულ მამაკაცს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სრულად...

2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ ,,თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და სსიპ „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

სრულად...

დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. გადაადგილებას შეძლებენ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები და ავტობუსები. დასაშვები ხდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა კონკრეტულად მეორე და მესამე კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - 2016 წელს წამყვანი „რესპუბლიკელებისთვის“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დგომას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა და კონსერვატიული მთავარი დღის წესრიგი საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 2020 წლის კამპანია განსხვავებულია. აღნიშნულ თემაზე სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს და ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მისსავე პარტიაში პოლიტიკის პრიორიტეტების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, მაგრამ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ისინი ამას მოელოდნენ, ცნობილი „რესპუბლიკელების“ მზარდი რაოდენობა კამათობს იმის თაობაზე თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმის გამჟღავნებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის ხელახლა არჩევას - ან უფრო მეტიც, შესაძლოა მხარი ჯო ბაიდენს, „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატს დაუჭირონ.

სრულად...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სურიკ ბაბოიანი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მართვის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა და მისი შეფასებით, ეს ხელისუფლების და ექიმების ერთობლივი დამსახურებაა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი