ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამი დაინფიცირებული მედპერსონალი ბოჭორიშვილის კლინიკიდანაა. როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, სამივეს მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 818 შემთხვევაა დადასტურებული. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ი.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. მას ბრალი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ედება.
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისო საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო.
„ჩემი დავალებით, ყველა ბაზა აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
„ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება” - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დელტა“ ხდება საქართველოში მდებარე უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარების მქონე ფაბრიკის თანაპარტნიორი. მინისტრის განმარტებით, ეს არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სხვა უწყებების პრობლემებსაც მოაგვარებს ხარისხიან ფორმებთან დაკავშირებით.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედროების წახალისების საკითხს კვლავ შეეხო. როგორც ირაკლი ღარიბაშილი განმარტავს, სამხედროების წახალისება ყველა ქვეყანაში ნორმად ითვლება და თუ როგორ დახარჯავს თანხებს, ეს თავად იცის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.