ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები წელს განსაკუთრებული ინტენსიურობით იქნა წარმოებული და ასეულობით ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დამუშავდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში ხანძრის შედეგად გიორგი ონიანის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის, სარაჯიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მშვიდობისა და ცქიტიშვილის ქუჩები მოირეცხა.
საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაცია 101-მა დეპუტატმა გაიარა, ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგი იყო.
„ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზები ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველ დღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა,” - აცხადება მოძრაობის ლიდერი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინის კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.