საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, მომდევნო სამი თვით გადაუვადდება სესხების მომსახურება, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ნაძალადევის რაიონში, ამ ეტაპზე, 4 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირი N39ბ და N39ვ-ში ხორციელდება. ორივე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელი სრულად შეიცვალა. 670 გრძივი მეტრი ახალი მილები მოეწყო და 14 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა.
„რატომ არ უკეთიათ პირბადეები და ხალხს ღია ბაზრებზე რატომ აიძულებენ პირბადეების გაკეთებას. აქ რომ ბიზნესის ინტერესი არ იყოს, ვინ ამოწმებს ერთჯერად პირბადეს? ადამიანი, რომელსაც პურის ფულიც არა აქვს, მერამდენედ იკეთებს უკვე დაბინძურებულ პირბადეს და უფრო მეტი შანსი ხომ არ არის ვირუსის გავრცელების. გვეყო ამდენი ტაკიმასხარაობა. ძალიან, ძალიან, ძალიან დავიღალეთ...“ - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაირა ტურაშვილი მთავრობის წევრების მისამართით.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ „მათ ადვილად შეეძლოთ შეეჩერებინათ ჭირი, მაგრამ ეს არ გააკეთეს“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: სულხან მახათაძის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ნარჩენების მართვის სფეროში ჩადენილი კონკრეტული გადაცდომებისთვის სანქციები მკაცრდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად, კრწანისის რაიონში,ორთაჭალის, კრწანისის, კალადანძის, გრიშაშვილისა და გორგასალის ქუჩები მოირეცხა.
ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.
წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ: www.vet.emis.ge.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.