ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით, ეკონომიკა ავამოქმედოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ წინანდალში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას.
ამ მარწყვის პლანტაციის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე ინვესტიციითაც კი შესაძლებელია, ძალიან მომგებიანი აგროწარმოების წამოწყება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, სადაც მარწყვის მცირე პლანტაცია დაათვალიერა.
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 მაისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში Fulbright-ის პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას. ინგლისური ენის სწავლების შესაძლებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით დაგვჭირდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.