„ბუნებაში“, აგენტების ძირითადად ორი კატეგორია არსებობს, გარე და შიდა აგენტები! გარე, ანუ უცხო ქვეყნის მიერ „დავერბოვკებული“ აგენტები, ხოლო შიდა, ანუ სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების (შსს, სუსი და სხვა) მიერ „დავერბოვკებული“ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები! დღეს, ერთნიც და მეორენიც, სამწუხაროდ, საქართველოში „უხვად არიან“, მათი „სიჭარბე“ აშკარად იგრძნობა, როგორც სახელმწიფოს სახელისუფლებო სხვადასხვა სტრუქტურების ჩინოსნებში, ასევე მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში და ქართულ საზოგადოებაშიც!
შეხვედრაზე ბაკურიანში სნოუბორდის, ფრისკისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის და ამ ღონისძიების მასპინძლობის შედეგად მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალისათვის, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალისთვის საქართველოში მთელი მსოფლიოდან 1700-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და სამედიცინო პერსონალი მოიყრის თავს.
„უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებს, რომ პარტია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.