თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დუბაიდან Fly Dubai-ს პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 118 მოქალაქე დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას ხელი მოაწერა. ამით მან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გაგრძელების მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად იქნება მიღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა გაგრძელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0335 პუნქტით გაუფასურდა.
ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას.
პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ს.გ.-ს ბრალდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.