თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ. საქმე ეხება თბილისში, ვაჟა ფშაველაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ბრმა ტყვიას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომელმაც თავი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლად გაასაღა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციის ოფიცერი, 23 ჰეიდი სტივენსონი, კანადის პროვინცია ნოვა სკოტიაში.
ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები შენიშნა და მათ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა, რასაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან სიტუაციის გამწვავება მოჰყვა.
გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში მიიტანეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
„ადამიანებს ეწურებათ დანაზოგები... რისთვის ხართ მზად?!“ - დემურ გიორხელიძე საქართველოს მთავრობას მიმართავს და მსოფლიოს საგანგაშო მომავალზე აკეთებს აქცენტს - „ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბალი 11%-ით გაძვირდა... მოსალოდნელია აშშ-ის ეკონომიკის დაცემა 38%-ით... აშშ-ში იარაღის შესყიდვა გაიზარდა 91%-ით...“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.