შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვენელ გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112 ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 112 ის და 144 ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იური უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი ახალქალაქში არსებული ვითარების გასაცნობად სუპერმარკეტებს, აფთიაქებს და სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ესტუმრნენ, რათა გაერკვიათ, ხომ არ აქვს ადგილი ფასების ზრდას, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სასუქების ნაკლებობას.
ჩვენ 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით და საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, 79 ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ იქიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფონდი „ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონის გადარიცხვის შესახებ კითხვის საპასუხოდ.
ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრიარქოსთან თანამშრომლობენ და ერთად მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ვიზიტის შემდეგ.
„ნიღაბს პრინციპულად არ ვიკეთებ. აბსოლუტურად არც ერთხელ არ მივსულვარ ნიღბით ავადმყოფთან... ძალიან ხშირად, დემონსტრაციულად ვჯდები არა სკამზე, არამედ საწოლზე. ეს არ არის მიღებული, მაგრამ პაციენტს ვუჯდები საწოლზე, რათა მან იგრძნოს, რომ აი, ექიმი საწოლში ჩამიჯდა და ე.ი ჩემი საქმე არც ისე ცუდად არის“, აცხადებს ტელეკომპანია „პულსის“ მიერ 15 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ გაიცნო და შეიყვარა.
9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.