„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც დღესდღეობით არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ცაგერის მუნიციპალიტეტში, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.
ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ლენტეხიდან ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშების პასუხებიდან 4 დადებითია. კორონავირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ასული შუახნის მამაკაცის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0338 პუნქტით გამყარდა.
იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ვერ აკონკრეტებს გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 აპრილის შემდეგ და მისი გახანგრძლივების საკითხზე ვადის ამოწურვის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით.
ა.(ა).ი.პ. „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი კვების პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.