ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში ძირითად საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულის 5 ჯგუფია მობილიზებული, რომელიც ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან გადაცემული სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 7-ით გაიზარდა და 155 გახდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ისევ 27-ს შეადგენს. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი 12-დღიანი კარანტინი დაასრულა და სამუშაოს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე მისმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.
თავდაცვის ძალები თავისი ქვედანაყოფებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ ღონისძიებებში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ ტელეკომპანია POST-TV -ის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ საუბრისას.
მთელი მთავრობა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო გადაწყვეტილების მიღების მონაწილე, როცა განიხილებოდა სოლიდარობის კამპანიის დაწყება, რომელიც სრულად მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გაზიარებული პარლამენტის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების მიერ, - აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
კომპანია M2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.