ბრიტანეთში ღია სივრცეებში, სახლის გარეთ ვარჯიში შესაძლოა აიკრძალოს, თუკი ადამიანები სახლში დარჩენის წესებისა და სოციალური დისტანცირების იგნორირებას მოახდენენ, გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მათ ჰანკოკმა მოსახლეობა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარანტინის წესებსა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება.
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ გარდაცვალებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 81 წლის ქალია.
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოცი ოჯახისთვის საკვები პროდუქტები ადგილობრივმა მეწარმემ ტარიელ გულორდავამ შეიძინა. თითოეულ ოჯახს 80-80 ლარის ღირებულის პროდუქტების პაკეტი ტარიელ გულორდავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ მიუტანეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.
„მინდა ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ჯერ 1 000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანების ჩამოფრენით - უფასოდ მოგვყავს საქართველოში“, აცხადებს კიევში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით „ყველაზე მძიმე კვირისთვის“, განაცხადა რა, რომ მომდევნო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ექნება ადგილი. შაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი შეეცადა „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მძიმე დარტყმამიყენებული შტატების დამშვიდებას, დაპირდა რა მათ სამედიცინო აღჭურვილობებს და სამხედრო პერსონალს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ხობის ჰოსპიტალში ,,ცხელების ცენტრი“ მოეწყო. ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ნაბიჯებისგამო, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ“, - აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჯაგან ჩაპაგაინი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.