მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ.
ხვალ საქართველოში უკვე ველოდებით სწრაფი ტესტების შემოტანას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები დამატებითი შეზღუდვების შესახებ, რაც საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
თბილისის მერია ტაქსით გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტაქსის მძღოლებს მგზავრის გადაყვანის დროს ფანჯრები ღია უნდა ჰქონდეთ. ასევე აღნიშნულია, რომ მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს.
აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ავიაკომპანია "აირზენას" განცხადებას გამოეხმაურა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.
წმინდა ზიარება არის მაკურნელებლი სულისა და ხორცისა და ამაში ეჭვის შეტანაც კი ქრისტიანისთვის არის დამღუპველი სენი, - განაცხადა დეკანოზმა მამა შალვა კეკელიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შემცველია, მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და სხვა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ორი პაციენტი გაეწერა, კიდევ სამს დღის განმავლობაში გავწერთ, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.