ძალიან ტოლერანტული ვარ, იმიტომ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ, მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას, - ასე გამოეხმაურა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ნიკა გვარამიას გუშინდელ გადაცემას.
საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის მერიამ დღეიდან, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ.
დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ვაჟა მენაბდე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი აბაშიძე - მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი ქალაქ ტფილისისთვის დიდი ძვრების ხანა იყო, იგი ვითარდებოდა თითქმის ყველა მიმართთულებთ, მათ შორის რა თქმა უნდა საქალაქო მშენებლობაც, რომლის პირველი ნამდვილი ბუმი 1886-1895 წლებზე მოდის, თუმცა ამით 1880 წელიც გამოირჩეოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.