„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქლაქის საკრებულოს წევრები ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მან კახა კალაძე კორუფციაში არაერთხელ ამხილა და ასევე იმის გამოც, რომ ბოლოს მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ საკრებულოში მომუშავე დამლაგებლებს მათხოვრულ ხელფასს, 200 ლარს აძლევენ და თან მონურად ამუშავებენ.

სრულად...

სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის ზაზა ფერაძის სახელობის საჯარო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა სამხედრო ქვედანაყოფში ერთი დღე გაატარეს. მათ სენაკის სამხედრო ბაზის ტექნიკა, აღჭურვილობა, სპორტული კომპლექსი და ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერეს, ასევე სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას ბაზაზე არსებულ მემორიალთან პატივი მიაგეს.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქალაქო სასართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა.

სრულად...

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა.

სრულად...

ვიცეპრემიერის,  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 26 შემთხვევა დადასტურდა,  ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 830-ს მიაღწია.  ინფორმაციას BBC-ის ავრცელებს.

სრულად...

„ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, საღამოს 6 საათზე რომ მოუნდა „ელიტურ“ პატიმრებთან - ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ნაკანთან შეხვედრა“ - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სახალხო დამცველის შეხვედრას მერაბიშვილთან და ოქრუაშვილთან.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე,  „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

სრულად...

დავოსი არის ფორმატი, სადაც ბიზნესლიდერები და პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ გლობალურ აქტუალურ საკითხებს; ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან, სადაც განვიხილეთ როგორც საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ასევე ოკუპაციის პრობლემა და საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე მოვლენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის შეჯამებისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი