თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. 

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული. 

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ყველას, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში თურქმა კოლეგამ ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.

სრულად...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ კარგად ვხედავთ, რამდენად არაფრის მომცემია რუსეთთან ურთიერთობის ტექნიკური ფორმატები, დიალოგი და მოლაპარაკებები არ ნიშნავს დათმობას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ჟენევის ფორმატზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.

სრულად...

დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა.

სრულად...

გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „სახელმწიფო ხალხისთვის“ მეშვეობით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას, თუმცა ვერც ერთი სადეპუტატო მანდატი ვერ მოიპოვა, არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კვლავ პოლიტიკურ პროცესებში ჩაებას.

სრულად...

დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება "იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების" ხელმოწერის ცერემონია.

სრულად...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლის მახლობლად, “SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა.

სრულად...

მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, 25 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი