პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.
დედაქალაქის მერია კვლავ შეუერთდა ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო 16-დღიან მსოფლიო კამპანიას. ამჯერად აქცია თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებსა და გაჩერებებზე გაიმართა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ხმა აღიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან საკუთარი და სხვისი უფლებები.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე განცხადებას ავრცელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა. მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი რუსულ გეგმებს უკავშირდებოდეს.
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე უახლოეს დროში კომპრომისის მიღწევა არარეალისტურია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და და მმართველ პარტიას შორის კომპრომისის მიღწევის მიზნით, დიალოგი გაგრძელდეს.
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია.
ჟენევაში გაეროს ოფისში გაიმართა ადამიანის უფლებათა საბჭოს მეორე სესიათაშორისი შეხვედრა, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული ქმედებები და მიღებული შედეგები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.