რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა, ლეჩხუმის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ეფაძის საფლავი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს.
8 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რაფი ორუჯოვმა მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი. პარლამენტარი შეხვდა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს და მათი ტკივილი გაიზიარა.
ელ პასოში მასობრივი სროლებისას დაჭრილმა ყველა პაციენტმა, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან მკურნალობის კურსს, უარი განაცხადა ქალაქში ვიზიტად ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, იტყობინება „The Independent“-ი სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სტიქიის ეპიცენტრი დენზლის პროვინციაში მდებარე ქალაქი ბოსქურთი იყო.
სახელები და გვარებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, - ასე მიმართა „რუსთაქვი 2“ - ის ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ გენერალურმა პროდიუსერმა, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.
2019 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.