დაიღუპა ხუთი ადამიანი და სერიოზული დამწვრობები მიიღო სამმა პირმა რუსეთში სამხედრო-საზღვაო პოლიგონზე, ხუთშაბათს, რაკეტის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას BBC ქვეყნის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია „როსატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან ცუდია“, განაცხადა ჟურნალისტმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტელეარხ „НАШ“ -ის გადაცემა "Гордон“-ში.
ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
კორუფციის ეჭვი აქ ობიექტურად არ შემოდის, აქ პროკურატურა ცდილობს აი ამ ბინების გამოჩენით ფონი შექმნას, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს იყო სრულიად ლეგალური კონტრაქტი, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იოს დაუმასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, თანმიმდევრულად, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას, - განაცხადა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ერთობლივი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 აგვისტო, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0128 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.