„მადლობელი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობისათვის. მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას.
ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად „ინშაათ საქართველოს“, „კმპ“-ს და „ჯ და ჯ“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ჩვენი ოპონენტები, მათი წარმომადგენლები წინასაარჩევნო პროცესში დაწყებულკამპანიას აგრძელებენ და კვლავაც ცდილობენ, აბსურდული ბრალდებებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და მოუწოდა „ქართული ოცნების“ აქტივს, რომ ოპონენტების შესაძლო აგრესიას, პროვოკაციებს კანონისმიერი მეთოდებით უპასუხონ.
ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორის, გიორგი სხირტლაძის და ვეტერანთა შორის მსოფლიოს ორგზის, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონის შურა მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან საბოლოოდ კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ „მხოლოდ ამომრჩევლის აქტიურობით განისაზღვრება ამ არჩევნების შედეგი“.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში 10 საათის მდგომარეობით 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, რის შემდეგაც მან მედიასთან განაცხადა, რომ ხმა მისცა იმ კანდიდატს, რომელიც „ სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.