საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, ადასტურებს, რომ უარს ამბობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, რომ მისი პარტიის „უდარ“ თავმჯდომარე გახდეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ივნისი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0067 პუნქტით გამყარდა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისშია დაგეგმილი.
ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს? - აღნიშნული შეკითხვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა გახდება უფრო მეტად პროაქტიული, რაც განპირობებულია ახალი ტენდენციებით,“ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ ნიგვზნარაში მდგრადი განვითარების ფესტივალთან დაკავშირებით ონის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის და „ფონდ აფხაზინტერკონტი“-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.