„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შალვა შავგულიძემ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალიან ცუდად ჩატარებული, დემოკრატიისთვის მიუღებელი არჩევნები და ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია აწარმოა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე „FACEBOOK-მხილების კამპანიას“ იწყებს. შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას აზიარებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ თემურ ჭყონია „კოკა-კოლას“ ქარხნის თბილისიდან მუხრანში გატანას და წერეთლის გამზირზე, ქარხნის ტერიტორიაზე „ევროპული უბნის“ გაშენებას აპირებს.
„დათვლილია ხმების 75 % და აქედან 62,5 % არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5% ბატონი შალვა შავგულიძის. კიდევ ერთხელ, ბატონ ლადო დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. მისი თქმით, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებში მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
„ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, მით უმეტეს მთაწმინდაზე, არ სჭირდება“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მთლიანობაში ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.
მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 26,3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან 15:00 საათისთვის არჩევანი 11 539-მა დააფიქსირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.