დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.
„ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, - ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისათვის“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი შეხვდა. ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გენერალი მშობლიური სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს გაესაუბრა და ჯარისკაცის პროფესიისა და თავდაცვის ძალებში მიღებული გამოცდილების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. ლოჯისტიკის სარდალმა მოსწავლეებთან დისკუსიაში პატრიოტიზმისა და ქვეყნის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის
მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის
სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის
სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა.
5 დეკემბრიდან 55 დღის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეიზღუდება მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, კობა იმედაშვილის გარდაცვალების გამო.
ნაძალადევის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული ხუთი ქართველი მებრძოლის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ.თბილისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის
დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების
საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება
დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.