ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.
დღეიდან, საქართველოს დიპლომატიურ მისიას ქ. მეხიკოში ახალი შენობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, სალვადორის რესპუბლიკაში და ბელიზში ზაზა გაბუნია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. იგი „რესპუბლიკელ“ ჰერშელ უოკერს ამარცხებს, იტყობინება CBS-ი, BBC-ის პარტნიორი აშშ-ში და დასძენს, რომ ეს წინასწარი შედეგებია, რაც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ამ შედეგით „დემოკრატები“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გარეშე ქმნიან - 51-49.
საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება.
ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დედაქალაქების მერებმა- კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ მოაწერეს.
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ ჭამს, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მკურნალობის პროცესი რთულია და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 7 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობაკვლავ შეიზღუდება.
დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ "ფეისბუქში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.
6 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“,კონკურსის- „ახალი მედია არტ-თბილისი“ მონაწილეების იდეა-პროექტების წარდგენა გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.