ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მოლაპარაკებებიდან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოცილება მოითხოვა, ბრალი დასდო რა მას „სისულელეების ლაპარაკსა“ და „უგუნურებაში“.

სრულად...

ახმეტის მუნიციპალიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თერთმეტი გუნდიდან შეირჩნენ საუკეთესო მოსწავლეები და ჩამოყალიბდა ერთი გუნდი - „ეიფორია", რომლის კაპიტანიც მალხაზ მელქუაშვილია.

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის კულტურის სახლში ქართველი პოეტის, ლადო სულაბერიძის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოეტის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სრულად...

ონის მერის, ემზარ საბანაძის დავალებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასააღდგომოდ სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

სრულად...

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ქობულიას მინისტრის პოსტის დატოვება აიძულეს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 აპრილი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0008 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. კადეტებმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესი მხარეები, მიღების წესები, სწავლებისა და ცხოვრების პირობები, დღის განრიგი და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გააცნეს და სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

სრულად...

აღნიშნული პროექტის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტიდან „გაგდებული“, „კორუფციაში მხილებული“ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აფასებს და აცხადებს, რომ ნორმალური არ არის, „ასეთი უღირებულებო და ფასეულობებისგან დაცლილი ადამიანის“ „პოლიტიკურ კაპიტალად“ წარმოჩენა.

სრულად...

საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩის ქუჩა N10-ში, N15-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, ვაჟა-ფშაველას გამზირის N26-ში ხორციელდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი