ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში - ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე.
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, პოეტ დავით მაღრაძეს ხელისუფლებასთან ოპონირების მიზეზად, სასამართლოების თემა „ვერ გამოადგება".
ახალქალაქში 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ, 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გმირები გაიხსენეს და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღეა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.