საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, ბაქოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯიგრაშენში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ააშენეს, რომელიც ადაპტირებულია შშმ ბავშვებისთვისაც.
ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, ყველას მოგესალმებით და მოგილოცავთ სპეციალური ოპერაციების ძალების იუბილეს. დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულ მებრძოლს, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმით, თავდადებით, გმირობით ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულება და თავგანწირვა. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების ძალებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ,როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.