ცაგერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მოწესრიგდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, უღელტეხილi, ორბელის ტურისტული გადასახედის ჩათვლით. უღელტეხილი გასუფთავდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, მამედ პირიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს 2022 წელს პირველად მიეცათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება. მისი თქმით, ზემო სარალის საჯარო სკოლიდან გამოცდაზე გასულმა თარგულ იუსუფოვამ 10 კრედიტი დააგროვა და 48-საათიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ იგი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.
„მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ - ამ სახელწოდებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს.
საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
დედაქალაქის მერმა, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში
რუმინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმი - „ქალი ლიდერები უსაფრთხოებისა და
თავდაცვის სფეროში“ ჩატარდა. ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში
საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი
მონაწილეობდა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
გიორგი ნემსაძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას იგი Facebook-ზე ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, – ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.