მე არ უნდა ვიჯდე აქ, აღნიშნული განცხადება ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულმა ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილებას არ აპირებს და სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ შემდეგ პოლიტიკდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი და ახლა უკვე უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გუნდიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 მარტი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გამყარდა.
„ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ ციხის საავადმყოფოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი მოინახულა. როგორც ელენე ხოშტარიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ „ტვ. პირველის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, სასულიერო პირისგან მოისმინა დეტალები იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებაში პროკურატურამ დაუშვა.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ბიუროსა და საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიული დოკუმენტი შეიქმნება, რომელიც არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის საშუალებებს სრულად ასახავს, ამის შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.